მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა იცვლება ოპოზიციის სტრატეგიაში - მსჯელობა მომავალ საპროტესტო აქციებზე

ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები მომავალი საპროტესტო აქციების ფორმებზე მსჯელობენ. 

ცნობილია, რომ ოპოზიციამ სტრატეგია მცირედით შეცვალა და პროტესტისთვის გაცილებით მშვიდობიან ფორმებს მიმართავს, კერძოდ, მაქსიმალურად ეცდება არ მოხდეს ფიზიკური კონტაქტი სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 4 მარტს დაგეგმილ აქციას, შესაძლოა, მანქანების მსვლელობის სახე ჰქონდეს.

ოპოზიციამ ასევე გააუქმა 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირების გეგმაც.

„იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ იმ რიტორიკის საშუალება, რომელიც მას აქვს, არ მივცეთ საშუალება, ჩაშალოს მოლაპარაკებები, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. მათ შორის, რეფორმატირებას მოვახდენთ ამ აქციების, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ.

ხვალინდელ აქციას რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას გავივლით სხვა ლიდერებთანაც, ეს იყოს აქცია მანქანების აქცია-მსვლელობა, მათ შორის, რუსთაველზე და კანცელარიასთან“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განმარტებით, ფორმების შეცვლის პარალელურად, პროტესტი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ჩვენი აქციები იქნება სახეშეცვლილი, ფორმაშეცვლილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქციებს შევწყვეტთ“ - ზაალ უდუმაშვილი

„ოპოზიციას მოვუწოდებდი ხელშეკრულებაში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხიც შეიტანოს“- იაგო ხვიჩია

„ორ კვირაში ან დაფიქსირდება, რომ გვაქვს წინსვლა ან იქნება უკანდახევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - ზურაბ ჯაფარიძე