მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა ნამუსით უნდა ითამაშოს ოპოზიციამ, როცა ნიკა მელია ციხეში ზის“ - იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი 2020

„ყველა გამოვიდა და იმ დღეს გააკეთა განცხადებები, თითქოს ყველაფერი მოეწონა, თუმცა როცა წავიდა მიშელი, მეორე დღეს ყველამ საწინააღმდეგო განაცხადა. ჯერ უნდა ვიცოდე, სად მიდის თამაში, რომ გავარკვიო შემდეგ, ვარ თუ არა თამაშგარე“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, არსებობს თუ არა პლებისციტთან დაკავშირებით რეალური შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან.

„სხვადასხვა დროს სხვადასხვა როლი გვაქვს. ჩვენ ახლა ვცდილობთ გავარკვიოთ, რამდენად მართალია ის ჭორი, რომელიც არსებობს და ხელისუფლებისგან დადასტურებული არ არის, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების მაგიდასთან მიიტანა გეგმა, რომლის მიხედვითაც ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების იყოს გამოყენებული ერთგვარ პლებისციტად. მე არ ვიცი ეს რამდენად არის მაგიდასთან დადებული პირობა, რომელზეც შეიძლება შედგეს შეთანხმება.

ვაკვირდები სიტუაციას და გიჟურ ინფორმაციას, რომელსაც ვისმენ. ვცდილობ შევაკავშირო ყველაფერი ერთმანეთს და წარმოვიდგინო რა მოხდა მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ შესაბამისად ვიმოქმედო“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი პოზიციით, ოპოზიციამ, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე უნდა იზრუნოს.

„ნიკა მელია სანამ ციხეშია, როგორ შეიძლება ამ პროცესში ვინმე შეიძლება იყოს დამნაშავე, ან რა ნამუსით შეიძლება ითამაშო, როცა კაცი ციხეში ზის. ჯერ ის კაცი უნდა გამოვუშვათ და შემდეგ იმ კაცთან ერთად უნდა ვითამაშოთ. ეს არის ჩემი ამოცანა ამ წუთისთვის“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ ოპოზიცია უარს იტყვის პრინციპზე „ან ყველაფერი ან არაფერი“, კომპრომისი უფრო მარტივი იქნება“ - მამუკა მდინარაძე

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, ხელისუფლებასთან შეთანხმება მარტის ბოლომდე შედგება

საფრანგეთის ელჩი: ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები სახელმწიფოს ერთიან პოზიციამდე მისვლაში დაეხმარება