მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ნობათები გადასცა თბილისის მერის მოადგილემ 71 ოჯახს

მოსახლეობას საჩუქრები გადასცეს

სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა.

მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ინდუსტრიული ჰოლდინგი "აი ჯგუფის“ მიერ შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საშუალებებს მოიცავს.

"ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტი გადავეცით. მინდა, მადლობა გადავუხადო "აი ჯგუფს“, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა აიღო და სხვადასხვა პროდუქტით გვეხმარება. მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას უწყება მომავალშიც განაგრძობს, ნობათებს ვარკეთილსა და დიდ დიღმოშიც სოციალური სახლების ბინადარ 64 ოჯახს გადასცემენ.

საქართველოში covid 19-ის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.