მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა პრინციპით ჩაიკეტა მხოლოდ 4 ქალაქი?

კორონავირუსის კარანტინი

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ოთხ ყველაზე დიდ ქალაქთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვა დიდწილად ინფიცირებულთა დღევენდელმა მატებამ განაპირობა.

მისივე თქმით, შეზღუდვების დროს ჩაკეტილი ქალაქებიდან პირადობის მოწმობებში დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნების უფლება ნებისმიერ ადმიანს ექნება.

"ოთხი ქალაქის შერჩევა ემსახურება სწორედ იმ ამოცანას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა ამ მუნიციპალიტეტებს შორის. შეზღუდვები ძალაში შევა ხვალ 21:00 საათიდან და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მანამდე იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ან რუსთავში, თავად უნდა გადაწყვეტონ თუ სად ურჩევნიათ შემდგომი 10 დღის გატარება. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ პერიოდში ყველას ექნება უფლება დაბრუნდეს იმ რეგისტრაციის მისამართზე, რომელიც დაფიქსირებულია პირადობის მოწმობებში. თუმცა შეზღუდული იქნება უფლება, რომ კვლავ დატოვონ რეგისტრაციის მისამართი," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში 21 მარტამდე ამოქმედებულ საგანგებო მსგომარეობასა და კომენდანტის საათს დამატებითი შეზღუდვები დაემატა. კონკრეტულად, 15 აპრილიდან 10 დღის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მიმოსვლა იკრძალება, ამასთან საგანგებო მდგომარეობის ვადა 10 მაისამდე გაგრძელდება.