მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რადგან ოპოზიცია გაბუტულია, გადავწყვიტეთ „ქართული ოცნებას“ დაველაპარაკოთ“ - რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი

მმართველ გუნდთან მოლაპარაკების შესახებ საუბრობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

რაქვიაშვილის თქმით, რადგან ოპოზიცია გაბუტულია, მმართველი გუნდს აუხსნიან, თუ რა მიზანი აქვს და რას აპირებენ.

„ჩვენ დიდი ხანია ვხვდებით სხვადასხვა ფორმატით „ქართულ ოცნებას“ იმიტომ რომ უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის პოზიციები, ის ჭაობი, რომელშიც საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოვჩნდით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების შედეგად მიუღებელია, შეიძლება ჩვენმა ამომრჩეველმა გვაპატიოს ერთი, ორი კვირა იგივე მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ვერ გვაპატიებს თუ ჩვენ დავრჩებით იგივე მდგომარეობაში რამდენიმე თვე.

გადავწყვიტეთ, რომ რადგან ოპოზიცია გაბუტულია და არ გველაპარაკება, „ქართულ ოცნებას“ მაინც წინასწარ გავაფრთხილებთ. დაველაპარაკებით ავუხსნით რას ვაპირებთ და ეს იქნება შეხვედრის მიზანი“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამავე თემაზე:

✔️ „იმ სტადიაში ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დავიწყოთ“ - მეგრელიშვილი

✔️ ლევან იოსელიანი: ვფიქრობ, რომ დანიელსონის დოკუმენტი ფეხზე მყარად დგას