მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაქვიაშვილი: საარჩევნო სისტემა თუ შეიცვლება, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ 

რაქვიაშვილი ჯაფარიძეს განცხადებაზე

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები მათი მთავარი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. 

მისი თქმით, მათი მოთხოვნაა საარჩევნო სისტემის შეცვლა. თუ ამ საკითხზე მოლაპარაკება შედგება, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„რიგგარეშე არჩევნები ჩვენი მთავარი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ჩვენ ამ მოთხოვნას იმიტომ შევუერთდით, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა.

თუ ჩვენ მივიღებთ მოლაპარაკების შედეგად ასეთ ცვლილებებს, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შევიდეთ პარლამენტში და ერთად ვიმუშაოთ. მაგრამ, თუ ეს არ მოხდება, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მოწოდებისა, ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაშინ ჩვენს იქ შესვლას აზრი არ ექნება“, - აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢 პარლამენტს ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა

💢 კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, ეს მნიშვნელოვანია

💢 კობახიძე: ორპარტიული პარლამენტი საკმარისი არ არის