მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამაზ საყვარელიძე: პატარა პარტიებისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა დამღუპველი იქნება

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-თან საუბარში პოლიტიკურ მოლოდინებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს. 

საყვარელიძე ამბობს, რომ პატარა პარტიები საკანონმდებლო ორგანოში არ შესვლით პოლიტიკურად იღუპავენ თავს.

„მკაფიო მოლოდინი არავის არ აქვს. ვვარაუდობ, არ არის გამორიცხული ის რაც ითქვა, რომ ნაწილი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა შევიდნენ პარლამენტში. ვვარაუდობ, რადგან მათთვის, დიდი პარტიების გარდა, პატარა პარტიებისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა დამღუპველი იქნება.

გაუგებარია პოლიტიკურად რატომ იღუპავენ თავს თორემ, რომ შევიდნენ გასაგები იქნება. მგონია, რომ დაძლევენ ბულინგის შიშს და გადააბიჯებენ პარლამენტის კარებს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართა. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო რიგ საკითხებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქ შეთანხმების რესურსი არ არის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან მიახლოვებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

თალაკვაძე: ჩვენი მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოვებული რაიმე ვერსია არ განიხილება

კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერ დროს, მომავალ წელსაც შეეძლებათ ბოიკოტის რეჟიმი დატოვონ