მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატი იონათამიშვილი: პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის წარმატება საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქართული ოცნების ოფისში 2019

„მთავარი რაც გამოიკვეთა დღეს ეს არის ის უპირატესობა, რაც არის საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის. ერთი თვით ადრე, მანამ, სანამ ინფიცირებული ადამიანები   გვეყოლებოდა, შიქმნა საკოორდინაციო საბჭო. ჩვენი პარტნიორები მუდმივად აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ ზუსტად იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების ჩართულობის ეფექტურობამ განაპირობა წარმატება ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ინფიცირებულ და გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. მისი თქმით, 735 შემთხვევიდან საქართველოში  557 გამოჯანმრთელებული ადამიანია, ხოლო აქტიური შემთხვევა მხოლოდ 166-ია

„მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მცდელობისა - როგორმე ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევას, პანდემიასთან ბრძოლაში, ჩვენ გვესმის საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. აქედან მინდა გამოვყო გაეროს გენერალური მდივანი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადება, ჩვენი მეგობრების განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ევროკავშირის ელჩის, სხვა პარტნიორი ელჩების განცხადებები. აღარ ვსაუბრობ სხვა ავტორიტეტულ გამოცემებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელი წერილით გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეს და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.