მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც გინდათ ის ქენით, თავში ქვა გიხლიათ“- ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, დღეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მის შესაძლო დაპატიმრებაზე ისაუბრა.

„ჩემი დაკავება შეუძლებელია. რაც გინდათ ის ქენით გეუბნებით, ერთხელ და სამუდამოდ კარგად დაიმახსოვრეთ, ვერ დამიჭერთ მეთქი.

ხელის კანკალით თითს მიაჭერთ ღილაკს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოგიწევთ ტელეფონის აღება და მურუსიძისთვის დარეკვა, 'გეხვეწები გადაგვარჩინე და გააკეთე ის, რაც საჭიროაო'. მერე თავდახრილები ივლით და ჩვენი ქვეყნისათვის ბოდიში გექნებათ მოსახდელი.

მომავალი ხომ მოვა, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

ალეკო ელისაშვილსაც მიუჩენს თავის ადგილს, რომელიც უსინდისოდ მეუბნება, რომ გირაოს თანხა გადავიხადო. კობახიძესაც, რომელიც დამალული ჰყავთ, მას კომენტარსაც არ აკეთებინებენ და გადამალეს. ესენი მეუბნებიან მე, რომ გავრილოვი არის თურმე ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“მოკავშირე“- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ნიკა მელიას ადვოკატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს

✔️„ნიკა მელიამ სცადა თავისი თავისგან გმირი გამოეძერწა“ - დაჩი ბერაია

✔️პარლამენტში დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ