მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც მძვინვარებს კორუფცია, ესე იგი იქვე უნდა მიხვდე, რომ შენმა ქვეყანამ შეიცვალა კურსი“- თაკო ჩარკვიანი

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

„როდესაც მძვინვარებს კორუფცია, ესე იგი იქვე უნდა მიხვდე, რომ შენმა ქვეყანამ შეიცვალა კურსი, იმიტომ რომ მოპარული ქონების დამალვა მხოლოდ კორუფციულ სივრცეს შეუძლია, აღნიშნულ ხელისუფლებას.

ახლა მთავრობას აქვს ბრძოლა ქონების შენარჩუნებისათვის.

რაღაც კორექტირებები ოპოზიციამაც უნდა შევიტანოთ, ამაზე ალბათ ნელ-ნელა ჩამოვყალიბდებით.

არ უნდა მივცეთ საბაბი და სალაპარაკო სხვებს, მიტინგის სათავეში ღვედს ნუ ჩავაბარებთ, რომ თითოეული ადამიანი არ დავკარგოთ. ადამიანები გთხოვდნენ, რომ გამოკვეთეთ დასავლური ვექტორი, ეს სწორია.

ჩვენ შეცდომის უფლება არ გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ აქციები, ღირებულებების და იდეის გარეშე ბრძოლას ვერ მოვიგებთ“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

✔️„გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ნიკა მელია

✔️„როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები, ესაა რეალობა“- გია ვოლსკი