მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადში დამოკიდებულება ნამახვასჰესთან და საქართველოს ბუნებასთან მიმართებაში - ვლადიმერ ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას ეხმაურება.

„დღეს ქუთაისის აქციამ დაადასტურა რომ ხალხი რეალურ პრობლემებს აპროტესტებს და არა გამოგონილს, ხალხი თავად წყვეტს რა გააპროტესტოს და ვის გვერდით დადგეს (იმედია ოპოზიცია დასკვნებს გააკეთებს). ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით. როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადში დამოკიდებულება ნამახვასჰესთან და საქართველოს ბუნებასთან მიმართებაში,“ - აცხადებს ბოჟაძე.

ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა შეუერთდა. პროტესტის მონაწილეები არიან, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა რიონის ხეობაში შეჩერდეს ჰესის მშენებლობის სამუშაოები და ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საჯარო განხილვა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროტესტი გაგრძელდება და დაწესდება მორიგეობა რიონის ხეობაში.