მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორ წარმოგიდგენიათ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალურ მდივნად?“ - ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი 2020

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მომავალ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარტია მოკლე ხანში დაეშლება. 

ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს ავტორიტეტი არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია.

ამასთან, ეკა ბესელია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე არ დარჩება „კობახიძის პარტიის მდივნად“.

ბესელიას თქმით, მმართველ გუნდში ცვლილებები განხორციელდება.

„ძალიან მალე ნახავთ, მოკლე პერიოდში ირაკლი კობახიძეს როგორ დაეშლება პარტია და მას დარჩება ოფისი.

კობახიძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც რაიმე ავტორიტეტი, ოდესმე ჰქონდა. მაშინაც კი არ ჰქონდა ავტორიტეტი გუნდში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ხელდახელ იწვევდნენ დეპუტატების მისკენ, ფიზიკურად უნდოდათ რომ შეხებოდათ.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალურ მდივნად? პარტიულად მის ქვეშ იქნება? არ იქნება. ამიტომ მანდ აუცილებლად ცვლილება მოხდება“, - განაცხადა „პირველის“ ეთერში ბესელიამ.

ინფორმაციისთვის, 11 იანვარს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ვრცელ წერილში განაცხადა, რომ პარტიულ საქმიანობას წყვეტს და პოლიტიკური ასპარეზიდან მიდის.

მას შემდეგ რაც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მმართველ გუნდში მის ადგილმონაცვლედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ რომ კობახიძე კარგი ლიდერია.

16 იანვარს მმართველი გუნდი ყრილობას გამართავს, სადაც კობახიძის კანდიდატურას დაამტკიცებენ. ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ეკა ბესელია: მის ამბიციებს რომ ხედავს, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს კალაძე უფრო დიდ სადავეებთან არ მიუშვას

✔️ „ივანიშვილს ერთი სული ჰქონდა გაცლოდა პოლიტიკას“ - რამაზ საყვარელიძე