მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც ჩანს, გახარია სხვებთან შედარებით ერთადერთი გონიერი ადამიანი იყო ხელისუფლებაში“ - ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

„როგორც ჩანს, სხვებთან შედარებით, ერთადერთი გონიერი ადამიანი გიორგი გახარია იყო ხელისუფლებაში და ახლა ისიც აღარ არის, ამიტომ ამ ხელისუფლების პროგნოზირება არის შეუძლებელი“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება და კვლავ არსებობს მზაობა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდეს.

„რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეალობის შეცვლა ქვეყანაში. თუ ხელისუფლება წამოვა მოლაპარაკებებზე, არავინ ამის წინააღმდეგი არ არის. მაგრამ თუ იმ ლოგიკას მივყვებით, რასაც ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში, მაშინ ჩვენ მშვიდობიან აქციებს მივმართავთ“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

ახალი პრემიერის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უნდა წარადგინოს.

პრემიერობის ახალ კანდიდატზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ხვალ იმსჯელებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კობახიძე: გახარიას პოზიცია ვერ დაემთხვა ჩვენი გუნდის პოზიციას

პრემიერი გადადგა - როდის და როგორ უნდა დამტკიცდეს ახალი მთავრობა

„ალბათ, რიგგარეშე არჩევნებს ვერ გადავრჩებით“ - ვახტანგ ძაბირაძე