მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები, ესაა რეალობა“- გია ვოლსკი

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, „საჭიროა შევიკრათ და გავერთიანდეთ“.

„გადახედეთ რა ხდება, ამ ხალხს არ გააჩნია მყარი და ერთიანი მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდისაკენ მიმავალი გზა ჩაჭრან.

მე არგუმენტები მაქვს როდესაც ვამბობ, რომ მთლიანობაში სიტუაცია არის შემდეგი სახის: ერთმხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ - სააკაშვილი და მეორე მხარეს ჰყავს მელია ციხეში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას აქცევს.

გუშინ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ ათასჯერ, როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები, ესაა რეალობა.

ახლა ამ რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იმ მხარეზე, რომელიც ფიქრობს, რომ მოლაპარაკება არის ულტიმატუმის შესრულება.

გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს. უნდა შევიკრათ, გავერთიანდეთ და აი ამ საზოგადოებას ამ ლიდერებს, რომლებიც აგრესიისკენ მოუწოდებენ ხალხს ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს, კეთილი ინებონ და საგამოძიებო კომისიას ჩაუდგნენ სათავეში“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ვიქტორ სანიკიძე: როდესაც ადამიანი გირაოს თანხას არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი?

✔️ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

✔️„გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ნიკა მელია