მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც ოპოზიცია გაიქცა სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან“ - რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე ისაუბრა და მათი გამოსვლები პარადოქსად შეაფასა.

„დღეს ჩვენ ინტერპელაციის წესით მოვისმინეთ კომპასში დაკარგული პარტიის წევრების უარგუმენტო და არაკომპეტენტური კითხვები და ეკონომიკის მინისტრის კვალიფიციური, ინფორმაციული და ამომწურავი პასუხები. თუმცა არ გამკვირვებია თუ რა დღეში ჰქონდათ დღეს ნერვები ჩვენს ოპონენტებს. იმიტომ, რომ რეალურად, როდესაც ეს კითხვები გამოაგზავნეს, სანამ ქალი მინისტრისგან მიიღებდნენ ძალიან მწარე და სამართლიან პასუხებს, მათ პასუხი ჯერ საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა და სულ ახლახასნს ევროპარლამენტში მიღებულმა ანგარიშმა გასცა, რომელსაც ევროპარლამენტის 512 დაუჭირა მხარი, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული და ეს მხარდამჭერები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თუ როგორ გაუმკლავდით პანდემიას, როგორც შემაკავებელ ფაზაში, ასევე ეკონომიკის გაღანსაღების მიმართულებით“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ცხადია, ამ ყველაფერს ვერ აიტანენ, იმიტომ რომ ერთ მხარეს არიან ესენი, რომლებიც პანდემიის დროს ებრძვიან ექიმებს, დგანან ვირუსის მხარეს, ავრცელებენ დეზინფორმაციას და მეორე მხარეს ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, ექსპერტები მაგალითს იღებენ იმისგან, რომ საქართველომ როგორი სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

„დღეს ძალიან ბევრი პარადოქსი მოვისმინეთ - ერთი ძალიან დიდი პარადოქსია, როდესაც ბატონი ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილი არის წარსული და თვითონ მომავალი. მეორე დიდი პარადოქსია, როდესაც ამბობს, რომ არავინ არ გაქცეულა და ამას ამბობ მაშინ, როცა დარბაზიდან გარბიხარ. ცოტა ხანი მაინც უნდა გეყოს იმის ნებისყოფა, რომ დარჩე. ძალინ დიდი პარადოქსია, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე გამოდიხარ და საყვედურობ, რომ 2020 წელს რატომ არ გაიზარდა მოგზაურთა რიცხვი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2018 წელს მოგზაურთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, 2019 წელს 101%-ით გაიზარდა, აშენდა ახალი ტერმინალი და ეს დინამიკა კიდევ უფრო მკვეთრად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, ცხადია ის დინამიკა რაც 2020 წელს იყო დაგეგმილი ვერ შედგებოდა და ეს რომ გამოგაქვს კრიტიკისთვის არგუმენტად, სულ ცოტა უხერხულია და საზოგადოება უკეთესად შეაფასებს ამ ყველაფერს“,- დასძინა მან.

ასევე მისი თქმით, სოციალური ნაწილის მიმართულებით ის დახმარებები, რაც ჩვენ გავეცით დაახლოებით ნახევარ მილიარდს აღწევს. ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით - 2.1 მლრდ. ლარის მობილიზება შევძელით. ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის 350 მლნ. ლარი გამოიყო. სამიზნე ჯგუფები იყო მრავალფეროვანი და ფაქტიურად ყველა ოჯახში შევიტანეთ კონკრეტული დოვლათი. ყველა ოჯახთან მივიდა სახელმწიფო ზრუნვის ხელი.

„ცხადია ამას ვერ იტანენ და ამიტომ ესხმიან თავს ამ მიმართულებით, თორემ პარადოქსია, როდესაც ესენი ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების არაკომტეპენტური მმართველობის შედეგია ის რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. როდესაც ეს ადამიანები უპირატესზე საუბრობენ, მინდა მათ განვუმარტო, რომ უპირატესობის მოპოვება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებიდან და საქმის კეთების ხარჯზე ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისული სიტუაციაა, იმიტომ რომ კრიზისი დროს როგორ გაქვს შენ უნარი, რომ მართო ის, მიიღო სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები, ისე მოიპოვებ უპირატესობას სხვებზე.

ეს ამათ არ ესმით, რადგან მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ჰქონდათ „უპირატესობა“, ეს უპირატესობა ქონდათ ადამიანის უფლებების გათელვის ხარჯზე, საკუთრების უფლების წართმევის, მედიის უზურპაციის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შელახვის ხარჯზე და ამით გადიოდნენ ფონს. როგორც დღეს გაიქცნენ ამ დარბაზიდან ისე გაუშვებს ქართველი ხალხი მათ პოლიტიკიდან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​