მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან გოცირიძე: თუ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავა, პროტესტს მიიღებს

ნაცმოძრაობის წევრი

„დამთავრდა ამ ხელისუფლების ამბავი. ფაქტობრივად, იგი დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს და ეს გადაწყვეტილება, რაც პარლამენტმა მიიღო, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ სასწრაფოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარტიის თავმჯდომარისთვის პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. 

მისი თქმით, ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც პარლამენტმა აღასრულა.

„ბიძინა ივანიშვილი იჯდა დღეს პარლამენტში და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხვალაც სასამართლო დარბაზში ბიძინა ივანიშვილი იჯდება. ბიძინა ივანიშვილმა ადრე ვერ გაბედა ნიკა მელიას დაკავება, ახლაც იქნება ის, რასაც იგი გადაწყვეტს. გავიგებთ მას შერჩენია გონიერება თუ წავა ვა-ბანკზე. თუ ამას იზამს, მიიღებს პროტესტს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

გადაწყვეტილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 4-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა მისცეს ხმა.

ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოში უკვე ჩაბარებულია.

აგრეთვე წიაკითხეთ:

პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

გიგა ბოკერია: იმედი მაქვს უკიდურეს უტიფრობას არ ჩაიდენენ და მელიას არ დაიჭერენ

„გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე“ - ნიკა მელია მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე