მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან კაკულიამ OECD წარმომადგენელთან შეხვედრაზე მცირე ბიზნესის მხარდამჭერის გზები განიხილა

კაკულია პარლამენტში

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ რომან კაულიამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის განყოფილების უფროსთან უილიამ ტომსონთან კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე სასაუბროდ ონლაინ შეხვედრა გამართა.

„ბატონ უილიამ ტომსონთან ჩვენ ერთის მხრივ მიმოვიხილეთ დღემდე არსებული ფორმატები OECD-ის სთან თანამშრომლობის, სადაც ეკონომიკის სამინისტრო საკმაოდ მჭიდროდ არის ჩართული, და შევთანხმდით იმაზე, რომ სხავადასხვა კომიტეტები OECD-ის, მათ შორის საინვესტიციო კომიტეტი უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან იმისათვის, რომ ახალი რეალობა, რომელიც კორონა ვირუსის შემდეგ შეიქმნა და რომელიც ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, უქმნის ახალ გამოწვევებს. კერძოდ, უკვე არსებული ინსტრუმენტებით სიღარიბესთან უფრო ახლო დისტანციაზე მისვლა არის ახალი გამოწვევა ამას სჭირდება ახალი ცოდნა და ახალი ინსრუმენტების ჩართვა. ამაზე შევთანხმდით და ქვეყნის საპროგრამო დოკუმენტში, რომელიც პრინციპში OECD-ის ეგიდით მზადდება ხოლმე, ჩვენ შევეცდებით, რომ ავსახოთ ეს ახალი რეალობა.

OECD-ისთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკისა და ხედვის ნაწილში ჩვენი ჩამოყალიბებისათვის OECD-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ პოლიტიკის განსაზღვრის ნაწილში თანამშრომლობს ყველა ჩვენს მსგავს ქვეყანასთან. მათი გამოცდილება უკვე განზოგადოებული და კონკრეტულ რეკომენდაციად გადაქცეული ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა“,- განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.​