პოლიტიკა

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ - დეტალური ინფორმაცია

მთავრობის ადმინისტრაცის შესასვლელი
11:41 23.05
დაკოპირებულია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება ნაწილი კი ძაალაში რჩება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაცას აქვეყნებს იმის შესახებ თუ რომელი შეზღუდვა მოიხსნა და რომელი დარჩა კვლავ ძალაში.

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:

1.მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.

2.მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.

3.დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

4.რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;

5.ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“);

6.სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);

7.სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;

8.სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;

9.ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.

10.დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.

11.დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

12.გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.

13.მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

დარჩენილი შეზღუდვები:

1.შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).

2.შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

3.შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.

4.ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.

5.ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.

6.სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

7.ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

8.კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.

9.შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

10.იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

11. დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

12.შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

13.რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;

14.ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);

15.სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);

16.სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;

17.სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;

18.ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

19.ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.

20.სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

21.ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

22.საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„აჭარაში კოვიდშემთხვევების მატება მომდევ...

დღეს, 23 სექტემბერს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში არსებულ ე...
20:12 23.09
კორონავირუსის პანდემიის გამო ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში, პრემიის გადაცემის ცერემონიის გადავადების...
02:34
ლიბანში, დედაქალაქ ბეირუთიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, სოფელ ეინ ქანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამი...
01:13
რუსეთის დუმის დეპუტატი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ერთ-ერთი რუსული მედია ავრც...
00:40
დღეს, 24 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანში დროებით შეიზღუდება ელექტრომომარაგება. ინფორმაციას კომპან...
00:25
ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი „მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამო...
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუ...
21:44 23.09
აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვე...
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid 19-ზე ტესტი 19...
ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარობის კანდიდატ...
დღეს, 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნებიან პარტია „ძალა ერთობაშიას“ მაჟო...
სოსო მანჯავიძე: მაინტერესებს, იმ ადვოკატ...
„რას ითხოვს ეს ხალხი, რომ მტკიცებულებების აშკარა გაყალბების ფაქტიც არ უნდა გამოი...