მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დაიწყო

ოპოზიციის აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დაიწყო. ტრიბუნიდან პირველმა მომიტინგეებს ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ მიმართა. 

მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასა და თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს იდგეს საპროტესტო აქციაზე და საკუთარი ხმა დაიცვას.

როგორც მან განაცხადა, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ საქართველოში საპარალემნტო არჩევნების გაყალბება გაფორმდა.

„გონს მოეგეთ ქალბატონო ჟვანია. არავისთვის მისურვებია თავისუფლების შეზღუდვა. ყველა მენანება პატიმრობისა და ციხისთვის, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი უკიდურესად მოღალატეობრივია, ამიტომ მას არ უნდა ეპატიოს და თუნდაც 3 დღით, უნდა მოხვდეს ციხეში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.