მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის დუმის დეპუტატი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია

დუმის დეპუტატი

რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენას შეეხო.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია, რუსეთი მზად არის ამ სცენარისთვის. რაც შეეხება ურთიერთობებს, აუცილებელია ორმხრივი ჰუმანიტარული და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა, ასევე, რუსული ენის პოზიციის გაძლიერება საქართველოში,“ - განაცხადა დუმის დეპუტატმა

ინფორმაციისთვის, ლეონიდ სლუცკი აქამდეც აკეთებდა განცხადებებს, რომ საჭიროა დაიწყოს დიალოგი ურთიერთობების დასალაგებლად. ამის წინაპირობად კი ის საქართველოს მხრიდან ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებაზე უარის თქმას მიიჩნევდა.