მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: 3 მუშკეტერს იმის მაგივრად, რომ საქმე ეკეთებინა, პოლიტიკურ შოუებში მიაღებინეს მონაწილეობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, 2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდვითარებაა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოქალაქეების ჯანმრთელობას არ დააზიანებს.

ექს პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა.

სააკაშვილის განცხადებით, ის დრო, როდესაც კოვიდინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა ქვეყანაში, არასათანადოდ გამოიყენეს.

„არჩევნებზე ერთჯერადად მისვლა არ დააზიანებს მოქალაქეების ჯანმრთელობას. სწორედ იმიტომ, რომ უკეთ ვიყოთ დაცულები, მოქალაქეები უნდა მივიდნენ არჩევნებზე. საქართველოს კორონავირუსი კატასტროფულად მოედო, ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ბევრად უფრო მაღლაა, ვიდრე უკრაინაში იყო. რატომ მოხდა ეს? 10 მილიარდი, რომელიც თითოეული ქართველი ოჯახის სახელით აიღეს, ჩაყრილ იქნა უაზრო ღონისძიებებში, სასტუმროებში.

არ გადაამზადეს მედპერსონალი, არ მოიმარაგეს არაფერი, არ გადააპროფილეს საავადმყოფოები. ეს ნაჩუქარი დრო, რომელიც ბედმა გვაჩუქა, დახარჯეს. 3 მუშკეტერს იმის მაგივრად, რომ საქმე ეკეთებინა, პოლიტიკურ შოუებში მიაღებინეს მონაწილეობა. როცა ნამდვილად შემოვიდა კორონა, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის გმობა არ შველის საქმეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას კოვიდინფექციის წინააღმდეგ კონკრეტული გეგმა აქვს.

„ჩვენ შევქმნით ეროვნული ხსნის კომიტეტს კორონავირუსის წინააღმდეგ. რატომ ეროვნული ხსნის? იმ ციფრით როგორც მიდის კორონავირუსის ზრდას, ჩვენ დავკარგავთ 50-60 ათასი ადამიანის სიცოცხლეს. ეს არის წარმოუდგენლად მაღალი ციფრი საქართველოსთვის“, - აღნიშნა სააკაშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა.