მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: არ შემიძლია არ ვაღიარო თუ რა გამბედაობა გამოიჩინა ავთანდილ გალდავამ

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

„არ შემიძლია არ ვაღიარო, თუ რა გამბედაობა გამოიჩინა ავთანდილ გალდავამ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში 21 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ექს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში კრიმინალი ფართო ჰორიზონტზეა გაშლილი.

„თვალსა და ხელს შუა სახელმწიფო აგვახიეს. რეგიონის ქვეყნებს შორის ფუნქციონირებადი, თანამედროვე სახელმწიფო შევქმენით. ქართველ ხალხს ჰქონდა იმედი, რომ მანქანა არ დაეკეტა და ღია დაეტოვებინა. ხალხს მშვიდად შეეძლო შვილები ქუჩაში გაეშვა. ფულს თუ სახლში შეინახავდი, არავინ მოვიდოდა და არ წაგართმევდა. ეს ყველაფერი პრაქტიკულად ჩამოგვეშალა არამხოლოდ ზუგდიდის ეპიზოდზე, არამედ ბევრად უფრო ფართოდ არის ჰორიზონტზე კრიმინალი გაშლილი.

პრაქტიკულად სახელმწიფო ინსტიტუტები გაუქმებულია. თუ აქვთ სურვილი, ეს კრიმინალი ძალიან ადვილი დასაჭერია. შეუძლიათ დღესვე და ხვალვე დაიჭირონ. პოლიცია მთლიანად დაკავებულია არჩევნებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ექს პრეზიდენტმა სამართალდამცველებს მიმართა და არჩევნების შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა.

„არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ დიდი გამბედაობა გამოიჩინა ავთანდილ გალდავამ. ასეთი ხალხი საკმარისზე მეტია და მინდა, ყველა პოლიციელს ვუთხრა, არჩევნების მერე ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას ვაძლევ მათ. არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. თქვენ არავინ შეგეხებათ. ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს, ფორმა გაცვიათ და ემსახურებით საქართველოს, ეს არის ჩემთვის წმინდათაწმინდა. თქვენი არჩევანის თავისუფლება არის დაცული“, - დასძინა სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.