მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: აზერბაიჯანსაც ისე „ეკაჩავებიან“, როგორც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ლტოლვილების დაბრუნება არ შეიძლება 

სააკაშვილი VS პოლიცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში რუსეთის ჯარის ჩადგომას აფასებს. 

„აზერბაიჯანს აქვს პრობლემები, რუსები ახლა, რაც ზუსტად ვიცი, უკვე ეუბნებიან, რომ ლტოლვილების დაბრუნება ამ სოფლებსა და ქალაქებში არის ნაადრევი, უკვე თავისი დროშები დაარჭეს ძირითად შენობებზე, რომელიც აზერბაიჯანმა გაანთავისუფლა.

აზერბაიჯანელები ძალიან უკმაყოფილოები არიან და ძალიან სამართლიანადაც.

ერთის მხრივ, სომხები ჩარეცხეს, როგორც თავისი მოკავშირეები და თხასავით გაყიდეს, მეორეს მხრივ, აზერბაიჯანსაც ისევე ეკაჩავებიან, როგორც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ლტოლვილების დაბრუნება არ შეიძლება აფხაზეთში. 90-იან წლებში შევარდნაძეს რამდენჯერმე მიაყვანინეს ლტოლვილები და უთხრეს, არა, ნაადრევია, იგივეს ეთამაშებიან ახლა აზერბაიჯანს“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉 მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა.