მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ერთი ქოსატყუილა კაცია“- ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი Pia.ge

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამატებით კიდევ 1 წელი რომ ჰქონოდა, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა და გარეჯი ბოლომდე, მთლიანად დაკანონებული იქნებოდა აზერბაიჯანის მხრიდან, როგორც საქართველოს ნაწილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სააკაშვილის ნათქვამზე სერიოზულად ლაპარაკს არ აპირებს.

„სააკაშვილი ერთი ქოსატყუილა კაცია. დღეს ამას იძახის, ხვალ იმას იძახის. დღეს ნამახვანის აშენებას ებრძვის და ბუნება უნდა გადავარჩინოო. გუშინ იმას ამბობდა. ქოსატყუილაა და მაგის ნათქვამზე სერიოზულად ლაპარაკს არც ვაპირებ“ – განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„დავით გარეჯის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას შეეფერება“ - პრემიერი

✅„კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს გაევრცელებინა განცხადება, რომ ძალადობას გმობს“ - მამა ანდრია სარია დავით გარეჯის ინციდენტზე

✅„ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ინციდენტზე