მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე: მთელი ცხოვრება ხელით ვერ ვათრევ

პოლიტიკოსი უკრაინაში

„ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კითხვას იმის შესახებ თუ როგორ შეაფასებს „ახალი საქართველოს“ ყოფილი ლიდერის გიორგი ვაშაძის „წინასაარჩევნო ქცევას“.

ყოფილი პრეზიდენტი მომხდარს ივანიშვილის თამაშს უწოდებს.

„ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე როგორ ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლეს ამ შანსს ზოგი არ ამართლებს. მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. არაფერი პირადი წყენები არ მაქვს. პოროშენკომ კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი სტრატეგი, მაგრამ მე ეს არ მწყენია. ეს არის ივანიშვილი თამაში, რომ როგორმე დაგვშალოს. ფაქტია, რომ ის გადავიდა ბნელ მხარეს“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის გაერთიანდნენ. მათ ახალი პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.