მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკით იყო დაღლილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. 

სააკაშვილის თქმით, ყველა ადამიანს არ შეუძლია ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა.

„არ იყო მოულოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკით იყო დაღლილი. არ იყო მოულოდნელი, რომ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რომელიც ბრძოლაა პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ადამიანს ვერ მოსთხოვს, რომ ბრძოლის წინა ხაზზე იყოს.

სიტუაცია მართლაც კრიტიკულია და პარტიების როლიც იცვლება. პარტიების ფუნქცია აღდგეს დემოკრატია, აღდგეს სისტემა. ეს შესაძლებელია თითოეული ადამიანის ბრძოლით, აქ ვინ სად იჯდება და რომელ კაბინეტში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ვინც იქნება ყველაზე აქტიური, წინ წასული, გაბედული და თავგანწირული, ის ადამიანები არიან ლიდერები. თანამდებობას ჩემთვის საერთოდ არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ახლა ამ ბრძოლის რიგითი ჯარისკაცები ვართ“, - განაცხადა სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

👉 ინფორმაციისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

👉 როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მისთვის მიუღებელია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და პარტიასთან ოდიოზური ფიგურების დაახლოება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ანათემას გადასცემენ, მაგრამ იმედია კოცონზე არ დაწვავენ“ - პოლიტოლოგი გრიგოლ ვაშაძეზე

თეა წულუკიანი: გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული