მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჩემი ექსტრადირება არ უნდა

ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისი ექსტრადიციის საკითხზე არ მუშაობს, რადგან მისი საქართველოში ყოფნა, თუნდაც ციხეში, არ აწყობთ.

„პოროშენკოს ყველა მცდელობა ბორკილდადებული ჩავებარებინე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, წარუმატებლად დასრულდა, იმიტომ, რომ მათ ჩემი ექსტრადიცია არ უნდათ. მათ არ უნდათ ჩემი საქართველოში ყოფნა, თუნდაც ციხეში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში.

მისი თქმით, ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი, აბსურდულია.

„სიტყვა მართლმსაჯულება სრულებით არ შეესაბამება იმას, რაც ჩემს მიმართ ხდება. პიჯაკების საქმე, ბოლო საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აბსურდულ საქმეებში უნდა შევიდეს“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მმართველობის დროს შეცდომები ნამდვილად იყო და ამას აღიარებს, თუმცა შეცდომების დაშვება საქმის კეთებასთან ერთად ნორმალურია.