მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: მაჟორიტარებს ყურადღებით ვარჩევთ, რომ ცუდი რეპუტაციის ხალხი არ შემოგვეპაროს

ექს-პრეზიდენტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის არჩევნებში ერთპიროვნულად მოიგებს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგიონებში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა ჰყავდეს. შერჩევის პროცესში თავადაც ჩართულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთპიროვნულად უნდა მოიგოს ეს არჩევნები. დარმწუნებული ვარ, ასეც იქნება. გარდა ამისა, კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბლისში შეთანხმდა მაჟორიტარების გაყოფაზე. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს საქართველოში ყველგან მოიგებს, ისეთი სერიოზული მაჟორიტარები მოდიან ჩვენსკენ, ადრე გამოხედვა რომ არ უნდოდათ. რა თქმა უნდა, ჩვენც ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი. მაგრამ მოდიან ძალიან საინტერესო ფიგურები. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, მე არ ჩავერთვებოდი, გამარჯვების ბოლომდე რომ არ მწამდეს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს და საკუთარი კანდიდატები წარადგინოს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.