მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: „ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები

ყოფილი პრეზიდენტი

„გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონიონალური მოძრაობის“ მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს თავისუფლების მოედანზე აცხადებს, რომ მზად არის გამარჯვებისთვის.

„ჩემო განსაკუთრებულებო, რა ბარიერებიც არ უნდა დაგვახვედრონ, რა პროვოკაციებიც არ უნდა მოაწყონ, საქართველომ გამოიღვიძა და ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას. საქართველო დღეს თავისუფლების მოედანზე აცხადებს, რომ მზად არის გამარჯვებისთვის და მზად არის 31 ოქტომებრს თავისუფლებისთვის. საქართველო მზად არის იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქვეყანა მსოფლიოში. თქვენ არ იბრძვით არცერთი პოლიტიკოსისთვის, თქვენ არ იბრძვით სააკაშვილისთვის, თქვენ იბრძვით იმისათვის, რომ გქონდეთ ნორმალური პენსია, იბრძვით იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ წავიდეს საქართველოდან.

საქართველო განსაკუთრებული ხალხის ქვეყანაა. 7 წელზე მეტია არ მინახავს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მუდმივად თან ვატარებ მას. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყნის განსაკუთრებული შვილები. ჩვენ არ ვართ დაბადებული ვიყოთ მაჩანჩალა, არ ვართ დაბადებული ვიყოთ ვინმეს ქვეშ. ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. ჩვენ ვართ ყველაზე შეუპოვრები და გიჟები სწორი გაგებით. ჩვენ ვართ გიჟები, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას.

31-ში ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის გაერთიანებას ისევ. ივანიშვილი გვყოფდა და ჩვენ გავაერთიანებთ. მე მინდა ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს. გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები. დღესაც და გუშინ ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.