მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: საქართველოს ვენესუელიზაცია ხდება

სააკაშვილი უკრაინულ გაზეთს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაზეთ „უკრაინსკაია პრავდას“ მიმართავს, რომელიც სტატიას აქვეყნებს სათაურით - „ევროკავშირი მოუწოდებს სააკაშვილის თანაგუნდელებს შეწყვიტონ პარლამენტის ბლოკირება“.  როგორც ევროპარლამენტის პრესმდივანმა პეტერ სტანომ დაწერა, ეს ორგანიზაცია მიუწოდებს ოპოზიციას, რომ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. 

 

„მინდა გითხრათ, რომ ამ მხარეს მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები არ დგანან, იქ მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრია. ობიექტური ეგზიტპოლების და ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში 60% აიღო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 40%.

ყველა რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში შესვლაზე და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა. ისევე როგორც 17 წლის წინ, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს მომავლის გადასარჩენად. ჩვენი აწმყოს და მომავლის ქურდობა უნდა დასრულდეს.

საქართველოს მოსახლეობას სურს დაიბრუნოს ოლიგარქის მერ მითვისებული სახელმწიფო.

დასავლელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ უცხოვრიათ, რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლია ერთ ინდივიდუმს მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება და არჩევნების, როგორც პოლიტიკური ცვლილებების ინსტრუმენტის სრული ატროფირება. ამას «State Capture» ჰქვია.

საქართველოს ოლიგარქიული მიტაცების შემდეგ ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მივმართავ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს - თუ საქართველოსთვის სიკეთე გსურთ, მეტად მოუსმინეთ საქართველოს მოსახლეობის განწყობებს. არ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს ვენესუელიზაციის პროცესში. ამას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს“ - წერს სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.