მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინაში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება უკვე გამოიცა.

"გულწრფელად ვულოცავ ბატონ მიხეილს ამ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ეროვნული რეფორმების საბჭოს ახალ სტიმულს მისცემს და დაეხმარება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.