მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებზე: ასეთი რამე შევარდნაძის დროსაც კი არ იყო წარმოსადგენი

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმასა და მოქალაქეების მძევლად აყვანის საკითხს გამოეხმაურა.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მოქალაქეებს დაუცველობის განცდა აქვთ. ექს პრეზიდენტი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა შევარდნაძის დროსაც კი წარმოუდგენელი იყო.

„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვასაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი. რითი არის დაკავებული პოლიციის თანამშრომლები და სუსი? იმის მაგივრად, ისინი ივანიშვილის დავალებით სხედან შტაბებში წინ უდევთ სიები, მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით.

გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი აქცია, სუს-ი და პოლიცია კი გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. „მარშუტკა“ არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ არ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ დიდი დაუცველობის განცდა, მათ ფიზიკური დაუცველობის სრული განცდა აქვთ. ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდება გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

🔴 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

🔴 22 ოქტომბერს, გამთენიისას, თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელის კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება. შსს ამ დრომდე აგრძელებს თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებს.