მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება“ - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის გადაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ორდენი თავის დროზე მისი ინიციატივით დაწესდა.

„ეს ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული. ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი.

საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!
დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.

ესე იგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება?

სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების "ორდენი"...!
ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის - ღარიბაშვილს თუ კობახიძეს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა