„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ ჩვენი კოლეგა ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდმა არასწორი ინფორმაცია მისცა სამართალდამცავ ორგანოებსა და მარეგულირებელ სააგენტოს. ეს ინფორმაცია არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც კლინიკაში მოხდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ცრუ ჩვენების მიცემა მიუღებელია.
„ასეთი ცრუ ჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, რეგულირების სააგენტო თავის მხრივ გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს ფაქტები და ამის მიხედვით უკვე ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ იმაზე, ეს ექიმების შეცდომა იყო თუ არა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.
უწყების ცნობით, ბრალი „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს წარედგინათ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„მოწმეები საუბრობენ ახალ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს დანაშაულს“ - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი
„ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ“ - კლინიკა „იმედის“ დირექტორი
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს კრიზისის დასრულებისთვის და თუ „ნაციონალური მოძარობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ამნისტიით ციხიდან გამოსვლა არ სურს, საპატიმროში დარჩეს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.
„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.