მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ლაშა დარსალიას შეხვედრა

2020 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და გართულებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 11 ივლისს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

ასევე, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ადგილზე ვითარების სერიოზულ დესტაბილიზაციას უწყობს ხელს და წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მორიგ მკაფიო მაგალითს.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დაჭრილი და უკანონოდ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემის აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის - როგორც საქართველოში არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის - როლსა და მნიშვნელობაზე ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და მისიის მონიტორებს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.