მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო უწყება კორონავირუსის პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად გამოაქვეყნებს

ფასადი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება ყოველდღიურად დაიწყო.

აღნიშნულს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს 2 მიმართულებით: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში

10 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3321 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.