მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო არის აშშ-ის ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში“ - ზალკალიანი

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში და აშშ-ი მზად არის, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები.

ჩვენ გვქონდა, ამ თვალსაზრისით, ძალიან ხელშესახები პრაქტიკული თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში, ერთგული მოკავშირე. ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.