მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის პირველადი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, ევროკომისიამ ქართულ მხარეს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) პირველადი პროექტი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობის და ეუთოს განყოფილების მოქმედი დირექტორი, ლუკ დევინი.

„შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის თანამშრომლები.

შეხვედრის ფარგლებში ევროკომისიამ გააკეთა ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის მთავარი მიმართულებების და პრიორიტეტების პრეზენტაცია, რომლებიც მომავალში საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ამბიციურ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს მიზნად“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ახალი დღის წესრიგის შეთანხმებისათვის აუცილებელ საკონსულტაციო პროცედურებზე და მოლაპარაკებების განრიგზე.