პოლიტიკა

„საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება“ - გიორგი გახარია

პრემიერი ტრიბუნასთან
1600239284
დაკოპირებულია

„საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტ-კრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის იქცეს შესაძლებლობად.

„პოსტ-კრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი მოუწოდებს ნატოს შეწყვიტოს “ჩინეთი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს “ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1623741294

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740870

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ი...

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე...

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.