მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ელჩმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ელჩის ესტონეთის მინისტრთან შეხვედრა

საქართველოს ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრეს რუნდუსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების საკითხები.

არჩილ ყარაულაშვილმა მადლიერება გამოხატა ესტონეთის მიერ, განვითარების კუთხით, საქართველოსადმი წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ გადმოცემული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მხარეებმა აგრეთვე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.