მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას დაასრულებს

პარლამენტის სასესიო დარბაზი

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს ასრულებს.

მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

ინფორმაციისთვის, მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა 2016 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში დაიწყო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.