მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია: ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს შექმნას მოდელირებული რეალობა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია - ლოგო - Pia.ge

„ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა არ ჰქონდა. შესაბამისად გადაწყვიტეს მოსახლეობისთვის წინასწარ წაგებული თამაშის ნაცვლად ახალი სპექტაკლი შეეთავაზებინათ და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიეღოთ, რაც უნდა აღინიშნოს, რომ იურდიულად შეუძლებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიცია მავნებლობას განაგრძობს და უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ მათთვის უმნიშვნელოა ქართველი ხალხის ნება, სახელმწიფოს განვითარება, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარი ბელადის მოწოდება:

„საქართველოში, დასასრულს უახლოვდება მორიგი არჩევნები (ცესკოს საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია), რომელიც მაღალი სტანდარტებით ჩატარდა, მაგრამ კვლავ უცვლელი რჩება ოპოზიციის რიტორიკა, ისინი ჯიუტად ცდილობენ შექმნან მოდელირებული რეალობა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. მათ კარგად იცოდნენ, რომ მეორე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შესაბამისად გადაწყვიტეს მოსახლეობისთვის წინასწარ წაგებული თამაშის ნაცვლად ახალი სპექტაკლი შეეთავაზებინათ და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიეღოთ, რაც უნდა აღინიშნოს, რომ იურდიულად შეუძლებელია.

მეორე მხრივ კი გვაქვს არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა, რომელიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები გამჭვირვალე, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო ნების თავისუფალი გამოხატვის უფლება. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ევროპალამენტარის განცხადება, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მაღალ შეფასებას აძლევს და ოპოზიციას მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში. ჭირვეულ ბავშვებს (ოპოზიცია) კი საქართველოს მეგობრების არ ესმის და კვლავ ჯიუტობენ.

გუშინ ჩვენ უკვე მოვისმინეთ არა ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადება, არამედ ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს ოპონირება პარლამენტში განაგრძონ და არა ქუჩაში. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით საქართველოს გახდა თითქმის სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა (საპარლამენტო რესპუბლიკა 2024 წლის არჩევნების შემდეგ გავხდებით), რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობა. ამ დროს კი ოპოზიცია მავნებლობას განაგრძობს და უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ მათთვის უმნიშვნელოა ქართველი ხალხის ნება, სახელმწიფოს განვითარება, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარი ბელადის მოწოდება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს უკრაინიდან მოძღვრავს და იმონებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.