მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

უცხოური მედია  - ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია,  ყველა ინფიცირებული პაციენტის ერთ სივრცეში ჰოსპიტალიზირება და საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 8,000 მოქალაქის კომფორტულ სასტუმროებში კარანტინის დაფინანსება მოახერხა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.