პოლიტიკა

საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

თურქეთის ლიდერი 2020
1619178908
დაკოპირებულია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა საქართველოს, თუმცა თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განუცხადა.

მისი თქმით, თურქული მხარე საქართველოს მთავრობასთან თარიღის შეთანხმებას ელოდება.

„როდესაც საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2018 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას.

ამის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით, საქართველოს მთავრობას და მათ განრიგს.

ჯერ არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. ერდოღანი ეწვევა საქართველოს, მან ეს თქვა მედიასთან შეხვედრაზე, მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ელჩმა.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს „ასტრა-ზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1620634784

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

1620634153

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

1620633774

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1620632975
ნაციონალური მოძრაობის
წევრი

„ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჩვე...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქვეყანაზე კარგად არ აისახება.

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენი...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსი...

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

10 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც 2019 წლის 10 მაისს ამოქმედდა. 2020 წელი იყო პირველი წელი, როდესაც სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.