მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისი

უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებული განცხადების გამო, შეშფოთება გამოხატა.

დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით, თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.