მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგასთან

საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წინანდალში უმასპინძლებს.

„არაფორმალური შეხვედრის დროს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.