მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, რა დროსაც მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.​