მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს.

მხარეებმა მოლდოვაში არსებული კომპლექსური პოლიტიკური მდგომარეობაც განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები მოიძებნება და საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთო მიზნებისა და პროექტების განსახორციელებლად ერთობლივი მუშაობის დაწყებას შეძლებენ.

საუბარი ასევე პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუ საქართველოში დაპატიჟა.

აგრეთვე იხილეთ:

📌პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე