მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პროტესტი გამოხატონ იმის მიუხედავად, საფუძვლიანია თუ არა ის“ - სარჯველაძე

პარტია „ქართული ოცნების“ სიის წევრი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პროტესტი გამოხატონ იმის მიუხედავად, საფუძვლიანია თუ არა ის. პროტესტი, რომელიც იმართება, სამართლიანად არ მიმაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქციის გამართვის უფლება აქვთ.“ - აცხადებს იგი.

სარჯველაძე პროტესტში მონაწილეებს მოუწოდებს, იმოქმედონ სამართლებრივი ნორმების დაცვით.

„პროტესტის გამოხატვა უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით, რადგან ამ საზღვრებიდან გადაცდომა პასუხისმგებლობას იწვევს.

მინდა, რომ სამართლებრივი ნორმების დაცვის აუცილებლობა ყველამ გაითვალისწინოს, ვინც აქციაში მონაწილეობს, როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, ასევე აქციაში მონაწილეებმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას, სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართავენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება. აქციას შეუერთდება რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც, იგეგმება კარვების გაშლაც.

მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

იხილეთ აგრეთვე:

„ხვალინდელი აქცია იქნება უწყვეტი პროტესტის დასაწყისი“ - გიგი უგულავა