მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსმა საგარეო საქმეთა მინისტრს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წმინდა საყდრის ნუნციომ, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, სამადლობელი წერილი გამოუგზავნა.

„საქართველოში აკრედირებული დიპლომატიური კორპუსი უაღრესად აფასებს იმ მუდმივ და შეუნელებელ ინტერესს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, და კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი კეთილდღეობისა და საჭიროებების მიმართ კრიზისის ყველაზე მძიმე წუთებში იჩენდა“ - ნათქვამია წერილში.

როგორც საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებიანი დამოკიდებულება და მუდმივი კონტაქტი დიპლომატებს ძალას მატებდა და კრიზისის დაძლევის იმედით აღავსებდა.

„საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება სამაგალითოა და ყოველთვის დასაფასებელი“ - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, წერილის ბოლოს, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური იმედს გამოთქვამს, რომ ის მალე პირადად შეხვდება და მადლობას გადაუხდის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია“.